Sunday, October 18, 2009

ჩემი თბილისი

1.პროექტის სახელი: "ჩემი თბილისი"

2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტში მონაწილე მოსწავლეები ეცნობიან თბილისის ისტორიას და კულტურას, აწყობენ მცირე ექსკურსიას ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებში.

3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები დაიყოფიან მცირე ჯგუფებად შეისწავლიან თბილისის წარმოშობის ისტორიას, თბილისი - დაარსებიდან დღემდე. მოიძიებენ უძველეს ლეგენდებს, თქმულებებს, ლექსებს, მოთხრობებსა და სიმღერებს თბილისზე. გაეცნობიან ქალაქის გეოგრაფიულ მდებარეობას. მოაწყობენ მცირე ექსკურსიებს თბილისის სხვადასხვა უბანში, გაეცნობიან ძველი და თანამედროვე ქალაქის ისტორიას და კულტურას.დაათვალიერებენ მის ღირშესანიშნავ ადგილებს, გაეცნობიან დედაქალაქის ისტორიულ და არქიტექტორულ ძეგლებს , მის ფლორასა და ფაუნას. დაადგენენ თბილისის როლს წარსულსა და თანამედროვე ეპოქაში. მიიღებენ მონაწილეობას თბილის-ქალაქობის დღესასწაულზე. გადაიღებენ ფოტოებს და ააწყობენ სლაიდებს. გაეცნობიან, გამოჩენილი მხატვრების ფიროსმანის, გუდიაშვილის და ახვლედიანის შემოქმედებას, სადაც მთავარი თემაა ძველი თბილისი, მისი ვიწრო ქუჩები და ბანიანი სახლები. მოსწავლეები თავადაც შექმნიან ჩანახატებს თბილისურ ხედებზე, გააკეთებენ კოლაჟებს და მოაწყობენ გამოფენას.

4.მოსწავლეთა ასაკი: 9-11 წლ.

5.ვადები, ხანგრძლივობა: 2-3 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას და საფუძვლიანად გაეცნობიან ქალაქის ისტორიას და კულტურას. მოძიებულ ინფორმაციებს დაამუშავებენ და თითოეულ საკითხზე ააწყობენ სლაიდებს. გაეცნობიან სამუზეუმო ექსპონატებს, გააკეთებენ ჩანახატებს, კოლაჟებს,მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით შექმნიან ფოტოალბომს და მოაწყობენ გამოფენას. გამოიმუშავებენ კვლევა-ძიების, მსჯელობის, დისკუსიის, ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.

7.მოსალოდნელი შედეგები: ამ პროექტზე ბლოგის შექმნა, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია.

8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის გაცნობისას გაიღრმავებენ ცოდნას თბილისის შესახებ. გაეცნობიან ქალაქის წარსულს, მის მდიდარ კულტურულ ტრადიციებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, შეადარებენ ძველ და თანამედროვე თბილისის ეპოქას.
9.სამუშაო ენა: ქართული.

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

პროექტის განხორციელებით მოსწავლეები წინასწარ მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს შემდეგ საგნებში:

ლიტერატურაში

(მოიძიებს ლექსებსა და მოთხრობებს თბილიზე,გამოიმუშავებს მეტყველების, მსჯელობის, პრეზენტაციის უნარს).

ისტორიაში

(მოიძიებენ თბილისზე ისტორიას, თქმულებებს, ლეგენდებს, ახდენენ მის დამუშავებას, ანალიზს.)

გეოგრაფიაში

(გამოიმუშავებენ რუკაზე ორიენტირების უნარს, შეისწავლიან მოსახლეობის დემოგრაფიულ მდგომარეობას).

ხელოვნებაში

(თბილისის შესახებ მოიძიებენ ფოტო მასალას, გადაიღებენ სურათებს, გაეცნობიან ქართველი მხატვრების შემოქმედებას, თვითონაც შექმნიან თავიანთ ნახატებს, კოლაჟებს, სლაიდებს, ვიდეო მასალას,რითაც გაიუმჯობესებენ ამ საგნის უნარ-ჩვევებს).

მუსიკაში

(მოიძიებენ და თვითონაც შეეცდებიან შეისწავლონ სიმღერები თბილისზე. გამოიმუშავებენ სიმღერის მოსმენის და აღქმის უნარს).

12.პროექტის ფასილიტატორი: მაია ჭანტურია.

13.ფასილიტატორის ელ-ფოსტა:maiachanturia@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://saqartvelo-mze.blogspot.com/






No comments:

Post a Comment